Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 245 articles
Browse latest View live

სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი –ექსპერიმენტორიუმი იხსნება

$
0
0

სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი - ექსპერიმენტორიუმი 1-ელ ოქტომბერს, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – ექსპერიმენტორიუმი იხსნება. გახსნაზე სტუმრები 80-მდე ინტერაქტიული ექსპონატის დათვალიერების გარდა თხევადი აზოტის ულამაზეს შოუზე დასწრებასა და გიროსკოპით ფრენას შეძლებენ.

თბილისში უპრეცედენტო შემეცნებით-გასართობი მუზეუმი მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც მოზარდებს ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს.

ინტერაქტიული ექსპონატების მონახულების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო სივრცეში შესაძლებელი იქნება ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში სხვადასხვა სახის ცდის, სემინარისა და ღია გაკვეთილის ჩატარება, მუზეუმის კვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობით. მუზეუმში შესაძლებელია ოჯახური და ჯგუფური ტურების მოწყობაც.

წარმოიდგინეთ ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველი და საინტერესოა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისთვის!

მუზეუმი დამთვალიერებლებს ყოველ დღე, დილის 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე მიიღებს.

მის.: თბილისი, 9 აპრილის ქ. N5

სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი - ექსპერიმენტორიუმი


“ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები,”–წიგნის პრეზენტაცია სოფ. სვერის კარსტულ მღვიმეში

$
0
0

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები,“ – ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, რომლის პრეზენტაცია ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად კოტიასკლდის კარსტულ მღვიმეში შედგა, სპელეოობიექტი იმით არის საინტერესო, სვერი რომ რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული.

წიგნის გამოცემის აუცილებლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამორჩეულობამ და აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მღვიმეების დიდი რაოდენობით არსებობამ განაპირობა. რაც შეეხება მასალებს, რომელიც წიგნშია გამოყენებული, მათი შეგროვება ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, წიგნი ეძღვნება კარსტული რელიეფის უბადლო მკვლევარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის ხსოვნას. წიგნის ავტორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მცნიერ-თანამშრომლები: ზაზა ლეჟავა და კუკური წიქარიშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი.

წიგნი საცნობარო ხასიათისაა. მასში თავმოყრილია ქართველი მკვლევარების მიერ წლების მანძილზე (1958-2016) მოპოვებული საკადასტრო მონაცემები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გამოკვლეულ კარსტულ მღვიმეთა შესახებ. მოცემულია მოკლე ინფორმაცია მათ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მორფოლოგიურ, კლიმატურ, ჰიდროგრაფიულ და არქეოლოგიურ თავისებურებებზე. გაშუქებულია თითოეული სპელეოობიექტის შესწავლილობის მოკლე ისტორია, მათი სამეურნეო და ტურისტული თვალსაზრისით გამოყენების პერსპექტივები. განხილულია ზემო იმერეთის პლატოზე კარსტის წარმოშობის და განვითარების პირობები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტულ მღვიმეებს დიდი სამეცნიერო-ესთეტიკური და შემეცნებითი მნიშვნელობა გააჩნია. მათი გაცნობა დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობას მშობლიური მხარის ბუნებისა და ისტორიის შესწავლის საქმეში. ამიტომ, სასურველია მათი შეტანა სასკოლო ექსკურსიებისა და ლაშქრობების მარშუტებში.

გარდა პროფესიონალი მკვლევარებისა, წიგნი დაეხმარება მშობლიური ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი ძეგლებით (კარსტული მღვიმეებით) დაინტერესებულ მკითხველს.
დიდია ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების და ვოკლუზური წყაროების ტურისტულ-რეკრეაციული და სამეურნეო გამოყენების პოტენციალი. სამწუხაროდ ამ პოტენციალის გამოყენება მუნიციპალიტეტში დღემდე არ განხორციელებულა (ერთეული შემთხვევების გარდა). აქ შესაძლებელია ზოგიერთი მღვიმის (მაგ., კარიანიკლდე, ბოჩოკლდე, რგანისკლდე, ჭერულა, საქაჯეკარი, ორმოები და სხვ.) კეთილმოწყობა და მათი ტურიზმის სამსახურში ჩაყენება. მდინარე ჯრუჭულას ხეობაში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მღვიმის ბაზაზე მოეწყოს საინტერესო და ეფექტური ტურისტულ-რეკრეაციული ზონა, სადაც განვითარებულია ადვილად მისადგომი და გასავლელი, ევოლუციის სხვადასხვა სტადიაზე მყოფი, ნაღვენთი ფორმებით დამშვენებული და არქეოლოგიურად მეტად საინტერესო (პალეოლითური და ეპიპალეოლითური 100-40 ათასი წლის წინანდელი და ისტორიული პერიოდის სადგომები) მღვიმეები. ასევე, მდინარე კაცხურას ხეობაში განვითარებული კარსტული მღვიმეების კეთილმოწყობა, აქ არსებულ უნიკალურ ბუნებრივ ძეგლთან – კაცხის სვეტთან ერთად კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ხეობას ტურისტულ- რეკრეაციული თვალსაზრისით. აღნიშნული სპელეოობიექტების კეთილმოწყობის შემთხვევაში საქართველოს ტურისტული მარშრუტების არსებულ სქემას კიდევ ერთი საინტერესო ობიექტი შეემატება – მდინარე ყვირილას ულამაზეს კანიონში გამომწყვდეული ქ. ჭიათურა თავისი განახლებული საბაგირო გზების ქსელით, მანგანუმის მადნის მსოფლიო მნიშვნელობის საბადოებით, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლებით, ვოკლუზური წყაროებით და კარსტული მღვიმეებით.

ნიკო ფიროსმანის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება

$
0
0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, “ფიროსმანის აღდგენის” მასშტაბური პროექტი იწყება.

პროექტის პირველ ეტაპზე რესტავრაცია ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს – “თამარ მეფესა” და “შოთა რუსთაველს” ჩაუტარდება.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ. 28) აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნა (28 სექტემბერი).

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

თამარ მეფე და შოთა რუსთაველი

სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები – ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ.

რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის 7), მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება.

სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს, ოჯახმა ეს ნამუშვრები გადასცა “ხალხთა მეგობრობის მუზეუმს”, საიდანაც სურათები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში მოხვდა. ამ დროიდან, ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება. ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ნახატებს მრავალმხრივი დამუშავება ესაჭიროება.

რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.

მეფე ერეკლე II-ის წერილი 5 წლის ქალიშვილს –კვირის დოკუმენტი

$
0
0

მეფე ერეკლე II-ის წერილი 5 წლის ქალიშვილს ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი – მეფე ერეკლე მეორის ლაშქრობიდან გაგზავნილი წერილი 5 წლის ქალიშვილისადმი.

„თეკლას, მამისა და დედის სიხარულს. … ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდემ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი“.

მეფეს შვილის გასახარად წერილი ყველა სამეფო ბეჭდით დაუბეჭდავს. სწორედ ამან შემოგვინახა ხუთენოვანი ბეჭედი ლეგენდით „ერეკლე“ ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

„თეკლა ბიჭსა
თეკლას, მამისა და დედის სიხარულს. მადლი, წყალობა და მშვიდობა ღვთისა მიერ და ღვთისმშობელისა მიერ და დიდისა მოწამისა ევსტათი საკვირველმოქმედისაგან. სამარადისოდ განმრავლდეს მის ზედა.

თეკლუნავ (?) ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მიამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა, მეტის სიღრმისგან ვერა აღმოვიკითხეთ და ვერც არ შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდემ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნება იქნება, ჩვენც წამოვალთ“.

დეკემბრის კთ, ქორონიკონს უჲთ (29 დეკემბერი, 1781 წელი).

წერილი დაცულია ეროვნულ არქივში, ძველი საბუთების დედნების კოლექციაში (1448/189)

“კვირის დოკუმენტი” ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

მცხეთობა მოსე თოიძის შემოქმედებაში

$
0
0

მცხეთობის დღეს, მცხეთაში, დიდებული ტაძრის გალავანში თავს იყრიდა აღმოსავლეთ და ნაწილობრივ, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ქართველობა. იმართებოდა სახალხო თამაშობანი, შეჯიბრებანი ვაჟკაცობაში, ხალხური მთქმელებისა და მომღერალ-დამკვრელების გამოსვლები…

მცხეთობა მოსე თოიძის შემოქმედებაში

ასეთი იყო “მცხეთობის” ჭეშმარიტად ხალხური შინაარსი, რომელიც თოიძემ სწორად გაიგო და ასახა თავის სურათში. აღსანიშნავია, რომ სურათი თავის პირველ ვარიანტში კომპოზიციითაც და ჩანაფიქრითაც რამდენადმე სხვადასხვა იყო, ვიდრე დღეს არის. მოგვიანებით მხატვარმა ეს დიდი ტილო ორჯერ გადააკეთა საფუძვლიანად, რადგან ამ დროისათვის მან გამოიმუშავა ხატვის საკუთარი მანერა.

ქართველი მხატვრის, ფერმწერისა და გრაფიკოსის მოსე თოიძის ხელოვნება განმსჭვალულია უბრალო ხალხის სიყვარულით, აღსავსეა ცხოვრებისეული სიმართლითა და ოპტიმიზმით.

თბილისობა აღმაშენებელზე – 2016

$
0
0

თბილისობა 2016 ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და მასშტაბურობით აღინიშნა.

ფესტივალის ფარგლებში თბილისის მასშტაბით მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

„თბილისობა 2016“ დედაქალაქში 15-16 ოქტომბერს იმართება.

იხილეთ ფოტოები

“თბილისობა 2016”-თან დაკავშირებით “ახალი ტფილისი” – განახლებული აღმაშენებლის გამზირი

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

თბილისობა 2016

დავით ნარმანიამ “საპატიო თბილისელები”დააჯილდოვა

$
0
0

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ “საპატიო თბილისელები” დააჯილდოვა. საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს – ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ; თბილისობა 2016 ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ; მსახიობებმა ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ; ასევე, ხელოვნების მოღვაწემ ჯემალ ჭკუასელმა; ლოტბარმა და მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა; მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ; მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ; აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა; ასევე, მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა რევაზ გაბრიაძემ.

თბილისის მერის თქმით, “საპატიო თბილისელის” წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.

“საპატიო თბილისელის” დაჯილდოება “თბილისობის” განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და ტრადიციულად, განსაკუთრებული პატივი მივაგეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათ „საპატიო თბილისელის“ წოდება მივანიჭეთ. განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის”, – განაცხადა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიამ.

“ვეფხისტყაოსნის”ხელით გადაწერის აქცია თელავში

$
0
0

თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლების ინიციატივით, “ვეფხისტყაოსნის” ხელით გადაწერის აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შოთა რუსთაველის პოემის გადაწერა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ქეთი ნარეკლიშვილი (თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ორგანიზატორი): “მოგახსენებთ, რომ 2016 წელი UNESCO- მ მსოფლიოში მე-12 საუკუნის პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს სურვილი გაგვიჩნდა მსოფლიო მოვლენის აღნიშვნაში მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა.

ეს პროექტი ხორციელდება ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისა და ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით.

“ვეფხისტყაოსნის” გადაწერაც დაიწყო ალავერდიდან, მეუფე დავითის მხრიდან დაინტერესება დიდია, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვფიქრობთ, რომ მოვიცავთ მთელს ქალაქს.

ჩვენ საჯარო სკოლებსა და ორგანიზაციებში ადგილზე მივიტანთ “ვეფხისტყაოსანს”, დავტოვებთ 2-3 დღის განმავლობაში და თავისუფალი დროის შემთხვევაში, შეძლებენ გადაწერას.

“ვეფხისტყაოსნის” გადაწერა ხდებოდა საუკუნეების მანძილზე. ამ პროცესით ვაცოცხლებთ უძველეს პროფესიას და თითოეული გადამწერი თავის წვლილს შეიტანს პოემის ხელახლა გაცოცხლებაში.

გადამწერისთვის არ არის განსაზღვრული სტროფების რაოდენობა, სავალდებულოა გადაწერილი სტროფების ქვეშ მიუთითონ საკუთარი სახელი და გვარი.”

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელნაწერი განთავსდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის არქივში და იგეგმება მისი წიგნად გამოცემა.

თეონა ნოზაძე


ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება

$
0
0

ძველი და ახალი შუამთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე, დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

“ბაღდათობა 2016”

$
0
0

ქალაქ ბაღდათში სახალხო დღესასწაული “ბაღდათობა 2016” (27 ოქტომბერი) მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ობჩაში ყოფილი ღვინის ქარხნის შენობაში არქეიდის პროექტის ფარგლებში ქვილთის (ტექსტილის) ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება აღნიშნული ნამუშევრები ენახა.

მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები მოეწყო, ბაღდათის ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს. დასახელდა ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე, ბაღდათობა მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.

“ბაღდათობა 2016”-ის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილისა და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერის გოჩა ხორავას ავტორობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი გზამკვლევი დაიბეჭდა. გზამკვლევი შედგება მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოკლე ინფორმაციისაგან, აგრეთვე გზამკვლევში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილების ფოტოსურათები. გზამკვლევის შიდა ნაწილში განთავსებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინგლისურ ენოვანი ტურისტული რუკა.

ბაღდათობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გზამკვლევის ავტორებმა ტურისტებთან ერთად, ერთ-ერთი სიანტერესო მარშრუტის საირმე-“წითელი მინდორი”-ქვასაყდარას შეფასებით გააგრძელეს, ბაღდათობა ბუკლეტის პრეზენტაცია მოხდა კემპინგ “ქვასახტარაზე” ასებულ კოტეჯში. კემპინგი “ქვასაყდარა” 2015 წელს “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 0,5 კმ მოშორებით დიდმაღალას მთა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზა-გასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ “ძაბრი” სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, ბაღდათობა განსაკუთრებით აგვისტო-ოქტომბერში. ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგანაც ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი. ყოველი წლის 9 აგვისტოს ქვასაყდარას მიდამოებში მთის დღესასწაული იმართება. დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ბაღდათისა და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიებები ტარდება, ღონისძიებას მომავალი წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც შემოურთდება. ქვასაყდარას მონახულება ზამთრის თვეშიც შესაძლებელია. მიმდებარე საინტერესო ადგილების ხედებიც კარგად იშლება.

ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მთა დიდმაღალი

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

$
0
0

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა ოფიციალური პირები.

ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა გახლდათ. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.

სასახლის ტერიტორიაზე დამონტაჟდა აივნების სვეტები, ჩატარდა კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. დამონტაჟდა ვიტრაჟები და გარე განათება. სასახლის რეაბილიტაცია 1 871 893 ლარი დაჯდა.

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

სასახლის ეზოში ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი. პროქტის ფარგლებში უკვე, ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება +2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.

ყველის ფესტივალი / Cheese festival – 2016

$
0
0

ყველის ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 6 ნოემბერს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ვარდების მოედანზე ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის მწარმოებელი 45 ადგილობრივი კომპანიის პროდუქცია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და თაფლის ნაირსახეობებიც.

დასწრება თავისუფალია!

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტურისტული მაშრუტის მარკირება

$
0
0

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც.

სამტრედიის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაგებობა-ტელეფისის ციხესიმაგრე მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, მდინარე ხევისწყლის მარცხენა მხარეს შემაღლებულ გორაკზე. ტელეფისის ციხიდან იშლება საინტერესო პანორამა მდინარე რიონის ხეობისკენ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებული პუნქტიც კარგად მოჩანს.

სოფელ ტოლების მთის ფერდობზე შემორჩენილ ციხის ნანგრევებს VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია მირნელი ტელეფისის ციხის ნაშთად მიიჩნევს. ციხესიმაგრის მიდამოებში 553 წელს მოხდა ტელეფისის ბრძოლა ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის. ეგრისის დიდი ომის დროს ტელეფისის ციხისათვის. ტელეფისის ციხე ბიზანტიელებს ძლიერ გამაგრებული ჰქონდათ. ირანელების სარდალმა მერმეროემ მის ასაღებად ხერხს მიმართა: ხმა გაავრცელა თითქოს უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. ბიზანტიელებმა სიფხიზლე მოადუნეს. ირანელებმა ამით ისარგებლეს და ტელეფისის ციხე მოულოდნელად აიღეს.

ტელეფისის ციხის ტურისტული მარშრუტის მარკირების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და საკრებულოსა და სამტედიის მუნიციპალიტეტრის გამგეობის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შალვა ბუაძე.

სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დასრულდა

$
0
0

სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დასრულდა სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა. განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო სახლ-მუზეუმი თავისი მნიშვნელობით, ისტორიითა და არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნება ტურისტულ, განსაკუთრებით კი ღვინის ტურისტულ რუკაზე. მან მადლობა გადაუხადა კომპანია “ბლექ სი გრუპს” გაწეული სამუშაოებისთვის. მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად შეეცადა, ყველა დეტალისთვის შეენარჩუნებინა პირვანდელი სახე.

“კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს. აქ დაიწყო ქართული კონიაკის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მისასალმებელია, რომ იგი კომპანია “ბლექ სი გრუპმა” მთლიანად აღადგინა პირვანდელი სახით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. აქ ასევე იგეგმება მცირე სასტუმროების დამატება და 5 ჰექტარ ფართობზე ვენახების გაშენება,” – განაცხადა პრემიერმა.

სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს – სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ”-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150-მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

ლელა ტაბლიაშვილის მხატვრობა

$
0
0

სამხატვრო აკადემიის პროფესორ ლელა ტაბლიაშვილისთვის მხატვრობა არა მარტო პროფესია, არამედ ცხოვრების სტილია. მუშაობს თითქმის ყველა ტექნიკასა და მასალაში: ფერწერა, გრაფიკა, ანიმაცია, წიგნის ილუსტრაცია, მცირე პლასტიკა. ლელა ტაბლიაშვილი ძერწავს და აკეთებს თოჯინებს. სამხატვრო აკადემიაში ასწავლის ანიმაციის საგანს. ამჟამად ძირითადად დაზგური ფერწერითა და გამოფენებში მონაწილეობითაა დაკავებული.

„ორი კვირის წინ ჩამოვედი პარიზიდან, სადაც ქართველი მხატვრების ჯგუფმა ლუვრში “კარუსელ დე ლუვრის“- სახელწოდების გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. გამოფენაში მსოფლიოდან 600 მხატვარი და გალერეა გახლდათ წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენმა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი გალერეა და კოლექციონერი დაინტერედა და ეს დიდი სტიმულია“, – ამბობს მხატვარი. ლელა ტაბლიაშვილი გახლავთ ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური პრემიის ნომინანტი საქართველოდან 2011-2012წწ.-ში. მხატვარი შვედეთში ორჯერ იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.

როგორ დაიწყო ხატვა ქალბატონმა ლელამ და რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში? „ამბიონს“ საკუთარი შემოქმედების შესახებ თავად ესაუბრა.

ლელა ტაბლიაშვილი: – ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. დაახლოებით მე-7 კლასში ვიყავი, მეგობრის მამამ – ცნობილმა არქიტექტორმა ვლადიმერ ქურთიშვილმა დახვეულ ფორმატის ქაღალდში ჩადებული ორი, ძალიან კარგი ხარისხის ფუნჯი მაჩუქა. იმ დროს ასეთი სამხატვრო მასალები არ იშოვებოდა.

ლელა ტაბლიაშვილი

დაახლოებით ამ პერიოდიდან მაქვს შემონახული ნახატები. სკოლის დამთავრებისას უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ისეთ გარემოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, რომ ალბათ აუცილებლად მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. ჩემი მშობლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. წიგნები, მხატვრების კატალოგები და რაც მთავარია, მრავალფეროვანი ყვავილები ყოველთვის მოიპოვებოდა ჩვენს სახლში.

ლელა ტაბლიაშვილი

აკადემიაში ჩასაბარებლად საუკეთესო პედაგოგებთან ვემზადებოდი. შემიძლია ვთქვა, აკადემიაში ჩაბარებამდე მხატვრული განათლება უკვე მიღებული მქონდა. ჩემი პედაგოგები იყვნენ: თემო მაჭავარიანი, ალბერტ დილბარიანი, გივი კასრაძე. სამხატვრო აკადემიაში კი, მამია მალაზონიას სახელოსნოში ვსწავლობდი, დაზგური გრაფიკის კათედრის ანიმაციის განხრით. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სულ პედაგოგად ვმუშაობ, მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში და ვასურათებ წიგნებს.

რომელი წიგნები გაქვთ დასურათებული?

– ვმუშაობ წიგნის ილუსტრაციასა და დიზაინზე. საქართველოში ბევრი წიგნი მაქვს ილუსტრირებული: “მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, “ჯოვანინო და პულჩეროზა“ და სხვები. ვმუშაობდი აშშ-ს წიგნის გამომცემლობაში “ნოვასაინფაბლიშერში“, სადაც თვეში 50 სამეცნიერო წიგნის ყდას ვაფორმებდი. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. აგრეთვე, ინტერნეტით ვთანამშრომლობდი მსოფლიოს სხვადასხვა გამომცემლობებთან.

რას ურჩევთ დამწყებ მხატვრებს და იმ პატარებს, რომლებსაც ხატვა ძალიან უყვართ, როგორ უნდა ხატონ?

– მიმაჩნია, რომ უფროსი არც კი უნდა ჩაერიოს პატარების ხატვის პროცესში. ხატონ და თვითონ განვითარდნენ. ძალიან მიყვარს ბავშვების ნახატების დათვალიერება. მათ ნახატებში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ. უფროსებმა უბრალოდ უნდა დააკვალიანონ მასალის გამოყენებაში.

ლელა ტაბლიაშვილი

აი, უკვე დაახლოებით 12 წლიდან კი, ვისაც სურვილი აქვს ამ პროფესიას გაჰყვეს, შეიძლება მოსამზადებელი ნახატის შესწავლა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრი შრომა. ვთვლი, რომ აკადემიურ ნახატს ყველა კარგი მხატვარი უნდა ფლობდეს. ზრდასრულობაში კი შეუძლია ეძებოს ახალი ტექნიკები, ხერხები, მიმართულებები. მხტვრობა მარტო ხატვა არ არის, მხატვარი უნდა იყოს უაღრესად ერუდირებული, განათლებული და ნაკითხი. უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მოდის თაობა ელემენტარული არ აქვთ წაკითხული. და პირველს, რასაც სტუდენტებს ვავალებ, ეს არის ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვა. მაგალითად, წიგნის ილუსტრატორად ვერ ჩამოყალიბდება მხატვარი, თუ ვაჟა-ფშაველა ან ჰანს ქრისტიან ანდერსენი არა აქვს წაკითხული. კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია გასათვალისწინებელი. ამიტომ, მშობლებს ვურჩევ შვილებს წიგნები წააკითხონ.

ლელა ტაბლიაშვილი

როგორც მხატვარი ლელა ტაბლიაშვილი ამბობს, მისი სამუშაო პროცესი ძალიან ხანგრძლივია, დღეში ზოგჯერ 12 საათს მუშაობს და ალბათ ამანაც განაპირობა მისი პროფესიონალიზმი. თითოეული ნამუშევრის შექმნას დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ ნახატის გაყიდვისთანავე იწყებს ახლის შექმნას, რომ დანაკლისი არ შეეტყოს სახლის კოლექციას. გული არ წყდება, რომ მისი ნამუშევრები ადგილმდებარეობას იცვლიან. პირიქით, უხარია, რომ ნახატები ახალ ცხოვრებას იწყებენ და სიხარული და პოზიტივი შეაქვთ სხვა ადამიანების ცხოვრებაში.

თეონა ნოზაძე

ლელა ტაბლიაშვილი


კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

$
0
0

ხანძრის შედეგად დაზიანებულ კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი მოინახულა.

კორცხელის დედათა მონასტერი

კორცხელის დედათა მონასტრის შენობა მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე.

ლაზური რთველი თბილისში

$
0
0

ჩხავერი 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, ლისის ტბაზე მშენებარე საპატრიარქოს საეკლესიო ღვინის მარანში, დაიწურება ჩხავერის უნიკალური ჯიშის ყურძენი, რომელსაც საქართველოში სტუმრად ჩამოსული ლაზები შეიძენენ.

მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად კი დაირგვება 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გააშენებს წითელ საღვინე ჯიშის ვაზს.

რთველის ტრადიციის შესაბამისად, დასარულს გაიშლება სახელდახელო სუფრა.

ქართული ნომინაცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

$
0
0

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი).

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2015 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.

ქართული ენა

ნომინაციის წარდგენის დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საგანგებოდ შექმნილი თემატური გამოფენების ორგანიზებით, აქტიურად მუშაობდნენ თემის პოპულარიზაციისა და შესაბამის ქვეყნებთან ნომინაციის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შესაბამისი ექსპერტები.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

$
0
0

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ – ნაკრძალი 1981 წელს შეიქმნა, მუზეუმი კი 1985 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა. მისი დაარსების ინიციატორი აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე იყო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი რომლის სახელსაც ის დღეს ატარებს. მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მდებარეობს.

2006 წლიდან ვანის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა.

მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და, თავად, მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი.

მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ისჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები დამათი ფრაგმენტები.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანისა და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში ვანის ნაქალაქარის ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ინახება.

ვანში ყოველწლიურად საერთაშორისო სიმპოზიუმები ტარდება, რომლებიც ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება. ნაქალაქარის არქეოლოგიურ ექსპედიცია თავისი უნიკალური აღმოჩენებით უკვე რამდენიმე ათეული წელია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

წყარო: www.museum.ge

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი “ქართული ანბანის სამ სახეობას”მასპინძლობს

$
0
0

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციისთვის ქართული ანბანის სამ სახეობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების – ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურული სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე), მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

გამოფენა გალერეაში 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.

Viewing all 245 articles
Browse latest View live