თბილისის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტზე გეპატიჟებით, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ერთად შევეგებოთ 2020 წლის დადგომას!

ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.
საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. საყვარელ მომღერლებთან ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი – სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე და სოფო ნიჟარაძე.
პირველი რესპუბლიკის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)
თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 – 20:00 სთ.)
5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;
მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;
საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“
ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)
ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;
მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,
აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;
ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.
31 დეკემბერი
23:00 საახალწლო გალა-კონცერტი / მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“
1 იანვარი
21:00-22:00 MAX THE SAX
22:00-00:00 DJ ნიკა ჯანელიძე (skalitzer)
2 იანვარი
20:00-21:00 დავით ილურიძის ბენდი
21:00-23:00 DJ მიშო გოჩიტაშვილი
3 იანვარი
20:00-21:00 ჯგუფი new one
21:00-23:00 DJ სანდო ჯორბენაძე (dj sendnudes)
4 იანვარი
19:40-20:00 საბა საფარელი (ქუჩის მუსიკოსი)
20:00-21:00 ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი
21:00-23:00 DJ კოტე ჯაფარიძე (kote japaridze)
5 იანვარი
20:00-20:45 შოუ პატარა პრინცი
20:45 -21:45 Goofy Land
6 იანვარი
20:00-21:00 “The Quintessence” - საშობაო კონცერტი
21:00-23:00 ლაშა მარგიანი (hatsvali)
7 იანვარი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ჯგუფები
21:00-23:00 DJ ნიკა კვაჭაძე
8 იანვარი
20:00-21:00 ლუკა დგებუაძის ტრიო
21:00-23:00 ია ტომაში და საბა აბრამიძე
9 იანვარი
20:00-21:00 დავით ევგენიძე და ბენდი
21:00-23:00 DJ ბექა ლორთქიფანიძე (baqi lordkipanidze)
10 იანვარი
20:00-20:45 შოუ პატარა პრინცი
20:45-21:45 რეზო და ბავშვები
11 იანვარი
20:00-21:00 ბენდი "ნიუტონი"
21:00-23:00 DJ ერეკლე თაბუკაშვილი (Tobacco twin)
12 იანვარი
20:00-21:00 ქართული ფოლკის კონცერტი
21:00-22:00 ბლუზ ფექტორი ლევან ჯავახიშვილი
22:00-00:00 DJ თოკე ნიკოლაიშვილი (Toke)
13 იანვარი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ბენდები
21:00-23:00 DJ დიჯეი ოთო ფარულავა
თბილისის მერიასთან ერთად, ისტორიით სავსე ახალი წელი გელით! გილოცავთ!
აღნიშნულ ტერიტორიებზე პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენება აკრძალულია