Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

საშობაო ნაძვის ხე

$
0
0

საშობაო ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის „წვიმებით“, სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა.

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმევა ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება.

ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. კერძოდ, XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა (გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. თავისი რეფორმისტული იდეების გამო, კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი) შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.
ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა.

შემორჩენილი ცნობების მიხედვით, ჩვენთან, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.

ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი… მაგრამ უცვლელია ერთი რამ – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ადამიანები ღიმილით შეეგებონ…


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles