4 აგვისტოს გაიმართება მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი “ნიკორწმინდობა”.
ზეიმზე დასასწრებად საზოგადოების სურვილის შესაბამისად,ტრანსპორტი იმოძრავებს ყველა ცენტრალური პუნქტიდან ნიკორწმინდის მიმართულებით და უკან,მგზავრობა უფასოა.
ავტობუსები იმოძრავებენ ურავიდან– ნიკორწმინდის, ამბროლაურიდან– ნიკორწმინდის, ჭყვიშიდან–ჭრებალო–პატარა ონი–ნიკორწმინდის მიმართულებით, ჭრებალო–ამბროლაური–ნიკორწმინდის მიმართულებით.
ყველა საკვანძო წერტილიდან ტრანსპორტი დაიძვრება 16:00 საათზე.