Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი აღდგენილია

$
0
0

მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი სახლ-მუზეუმი 1983 წლიდან ფუნქციონირებს. ბოლო დროს ნაგებობაზე მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნებოდა: დეფორმირებული იყო სახლის ერთი კუთხე, დაზიანებული იყო გადახურვა. ნაგებობაში წყლის ჩადინება კედლის დახეთქვასა და საპირე მოპირკეთების დაშლას იწვევდა. დაზიანებული იყო ხის ყველა ელემენტი, მათ შორის სართულშუა გადახურვაც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს მომზადდა მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ნაგებობაზე არსებული დაზიანებების სრულ აღმოფხვრას ითვალისწინებდა. 2015 წელს პროექტის მიხედვით ჩატარდა ფიზიკური სამუშაოებიც. ამჟამად მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი სრულყოფილადაა რეაბილიტირებული.

პროექტის ავტორი: შპს “კარკასი”
შემსრულებელი: “რემმშენი”

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles