Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა

$
0
0

ვარძიის ღრმთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ტაძარში ჩატარებულიყო კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.

ვარძიის რესტავრაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი-ნანა კუპრაშვილი,კედლის მხატვრობის კონსერვატორი- ამარილი რავა,კედლის მხატვრობის რესტავრატორ-კონსერვატორები:სალომე ახალაშვილი, ალექსანდრე თოდუა,ელენე თორღვაიძე,ელენე ონაშვილი,ნუცა პაპიაშვილი,ალექსანდრე რუბაშვილი,გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი, საბა ციკოლია, ნანა ხუსკივაძე) ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ადგილზე მოახდინა მდგომარეობის აღწერა-შეფასება, გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებების შესწავლა და ჭვარტლის ფენისაგან გაწმენდა.

რთული დაზიანებებიდან გამომდინარე სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა.

ვარძიის რესტავრაცია

ამჟამად სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი, რომელიც ჭვარტლის ფენის მხატვრობიდან მოცილებაა ნაწილი შესრულებულია და დაგეგმილია გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების მომდევნო, მესამე ეტაპი.

სამუშაო ჯგუფის მიერ თავდაპირველი შესწავლისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება კედლის მხატვრობის ჭვარტლის ფენის შემცირება/გაწმენდა. აღნიშნული გაწმენდითი სამუშაოების მსვლელობისას კეთდება პროცესების დეტალური აღწერა/შეფასება და ფოტოფიქსაცია. ინტერიერში მუდმივად ხდება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი-რეგულირება

ვარძიის რესტავრაცია


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles