Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

თბილისი ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალს უმანსპინძლებს

$
0
0

თბილისში ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“ კვირას 23 პარილს, მთაწმინდის პარკში 12:00-დან 18:00-საათამდე ჩატარდება.

თაფლისა და ჩაის ფესტივალი ფესტივალის ინიციატორები არიან: მთაწმინდის პარკი და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია. მხარდამჭერი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში და მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია, ასევე საზოგადოებისთვის სხვადასხვა ქვეყნის ჩაის მირთმევის კულტურის გაცნობა.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები, ასევე ჩაის მირთმევის ტრადიციის გაცნობა უდიდესი კულტურის ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ა.შ.

ფესტივალზე წამორგენილი იქნება სხვადასხვა სახის, მათ შორის შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქციის, სხვადასხვა სახეობის თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, მოეწყობა წარმოდგენილი პროდუქციის კონკურსები და დაჯილდოვება.

ღონისძიების ფარგლებში, მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე არსებულ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური გაფორმება, კონკურსები, სასცენო დადგმები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles