Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ვაჟა-ფშაველა მეგობრებისა და ოჯახის წევების გარემოცვაში

$
0
0

ფოტოს ავრცელებს: საქართველოს ეროვნული არქივი

მარცხნიდან სხედან: იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა–ფშაველა და მისი ვაჟი – ლევან რაზიკაშვილი. დგანან: თედო და სანდრო რაზიკაშვილები.

ლევან რაზიკაშვილი (1887-1923) – სამხედრო ოფიცერი; სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში, სადაც მისი კლასელი ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო. 1917 წელს ლევან რაზიკაშვილი გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში. შემდგომში მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს.
გადმოცემით, სერგო ორჯონიკიძესთან შუამდგომლობით მივიდნენ კონსტანტინე მაყაშვილი, პაოლო იაშვილი, ალექსანდრე აბაშელი, შალვა დადიანი და პავლე ინგოროყვა. სერგო ორჯონიკიძეს უარი უთქვამს შეწყალებაზე და განუცხადებია: „ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო“.
ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა და 1923 წელს ლევან რაზიკაშვილი სიკვდილით დასაჯეს.

ექსპონატი გამოფენიდან „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles