
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. მირზაანი. თბილისიდან 135 კმ; სიღნაღიდან 10 კმ.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 – 17:00 სთ.
მისვლა შესაძლებელია: მიკროავტობუსით – თბილისი-ზემო მაჩხაანი-მირზაანი.
ნიკო ფიროსმანის მემორიალურ კომპლექსსა და საგამოფენო დარბაზში ნახავთ უდიდესი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის (1862-1918 წწ.) მამაპაპისეულ ქვითკირის სახლს და მის ფერწერულ ტილოებს, პაბლო პიკასოს ლითოგრაფიას ,,ფიროსმანაშვილის პორტრეტი”, ცნობილი მხატვრების (ვლ. გუდიაშვილის, ვ. სიდამონ-ერისთავის, თ. მირზაშვილის და სხვ.) ნამუშევრებს. აქვეა დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის პირადი საქმე. მუზეუმი მდიდარია ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატებით, ფარდაგების კოლექციით.
კომპლექსში ნახავთ ფიროსმანის შემოქმედებასთან დაკავშირებულ პეიზაჟებს.