Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ახალი მღვიმე ჭახათაში –ქუთაისში მღვიმე აღმოაჩინეს

$
0
0

ახალი მღვიმე ჭახათაში ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.

„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები. თუმცა, ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, – აღნიშნავს ვალერი ბარბაქაძე. მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი. სპელეოლოგებმა ახლადაღმოჩენილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles