Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

სოფელ ნაბახტევის “კვირაცხოვლის”ეკლესიის რეაბილიტაცია

$
0
0

სოფელ ნაბახტევის სოფელი ნაბახტევი ქ. ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, გორი-ხაშურის საავტომობილო გზის ჩრდილოეთით. ეკლესია დგას გომიდან საჩხერისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხრეს, გორაკზე. სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია, თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ტაძარზე შეინიშნებოდა დაზიანებების კვალი და ამიტომ გადაწყდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად , სოფელ ნაბახტევის “კვირაცხოვლის” ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა,რის შედეგადაც ეკლესიის გარშემო მოსწორდა ადრე მოჭრილი მიწის ფენა. გაიწმინდა სამხრეთი ფასადის წინ არსებული მინაშენის ნანგრევების საძირკველი და ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები, გადაილესა კირდუღაბით. ტერიტორია გაიწმინდა მცენარეული საფარისაგან და მოიჭრა საშუალო ზომის ხეები, ამოიყარა ადრე მოჭრილი ხის კუნძები.ეკლესიის კრამიტის სახურავის დაზიანებული მონაკვეთები შეკეთდა და დალაგდა მეორადი იმერული კრამიტი. ფასადების ქვებთაშორისი გამოქარული ღიობები ამოივსო კირდუღაბით. ეკლესიის ინტერიერში მოეწყო ხის არაინვენტარული ხარაჩო და ბეტონის კამარა და კონქი შეილესა კირხსნარით. აიყარა აფსიდის ძველი ბეტონის იატაკი და მოეწყო ახალი იატაკი მეორადი, შერჩეული ქართული აგურით.

სოფელ ნაბახტევის

აფსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალი მოეწყო. აღსავლის კარის ადგილის წინ მოეწყო ნახევარწრიული სოლეა.ჩრდილოეთ კედელთან იატაკის გაწმენდის დროს აღმოჩნდა ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი, რომელიც აღდგა საკუთარი ნანგრევების ქვებით. ეკლესიის გარშემო გაიშალა კირის ფენილი, რათა მცენარეული საფარის ამოსვლა შეფერხდეს, მასზე ქვიშის და კირის ნარევზე მოეწყო რიყის ქვის სარინელი მშრალად მომზადებაზე.

შემსრულებელი: შპს “სალდო”
პროექტის ავტორი: პ. ბასიშვილი


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles