Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

მუხრან მაჭავარიანი – “რაც სურდა საბას”

$
0
0

მუხრან მაჭავარიანი

რაც სურდა საბას,
თუ მსურდეს სხვა რამ, –
ღმერთმა დამლახვროს!
მსურს მხოლოდ იგი, –
რაც საბას სურდა:
კაცმა ქართველმა, –
მსურს, –
ქართულად ილაპარაკოს
და საქართველოს –
საქართველო, –
მსურს, –
ერქვას მუდამ!
ღმერთმა ქართული, –
აწ და მარად, –
აკურთხოს მიწა!
სხვის ჩარხმა მისმა
აწი მაინც იბრუნოს წაღმა! –
და ყველას, –
ჰქვია ქართველი ვისაც, –
მსურს, –
სურდეს იგი, –
რაც სურდა საბას!


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles