Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ჟალეთის ბაზილიკაში აღმოჩენილი სანათლავი

$
0
0

გასული საუკუნის სამოციან წლებში ჟალეთის ძეგლის გაწმენდის სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩენილია სანათლავი. „იგი წარმოადგენს დიდი ზომის (85X60X45 სმ.) ოთხკუთხა ფორმის ყუთს, რომელიც გამოთლილია ერთი მთლიანი მაგარი ჯიშის ქვიშაქვისაგან. სანათლავი დამტვრეული იყო რამდენიმე ნაწილად. გარედან სანათლავი მორთულია რელიეფებით, ხოლო მეოთხე მხრიდან გლუვია, როგორც ჩანს, სანათლავი ამ მხრიდან მიდგმული ყოფილა კედელზე“. (ნ. ქადეიშვილი, ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, 1964 წ., თბილისი, გვ. 57).

ნათლისღება

სანათლავის რელიეფი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი მეტყველებს ადრეფეოდალური ხანის ერწო-თიანეთის ხელოვნების განვითარების მაღალ დონეზე.სანათლავის იმ დროინდელ მაღალ ღირსებაზე მეტყველებს თუნდაც მის გარე კედლებზე გამოკვეთილი სცენები, „სანათლავის ერთ კედელზე წარმოდგენილია ნათლისღების სცენა. სანათლავი
ეს სიმეტრიული ოთხფიგუროვანი კომპოზიციაა. შუაში მოთავსებულია ქრისტეს შიშველი ფიგურა, მარცხნივ გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, მარჯვნივ კი – ორი ანგელოზი.
ქრისტეს თავზე სწორკუთხა ჩარჩოში მტრედის გამოსახულება“ სულიწმინდაზე მიგვანიშნებს.

სანათლავი ყურადღებას იპყრობს სხვა კედლის რელიეფითაც. ამ კედლის რელიეფი შედგება ორი კომპოზიციისაგან, მარცხენა ნაწილში გამოსახულია ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურა (სამი ანგელოზი, თ. პ.), მარჯვნივ კი ტოლმკლავებიანი ჯვარი, რომელსაც ქვედა ნაწილში მოკლე სახელური აქვს: ორივე კომპოზიცია ზემოდან შემოფარგლულია ორნამენტული ჩარჩოთი, იმავე ფოთლოვანი მოტივისა, როგორიცაა გამოყენებული ნათლობის სცენაში“.

ეს სანათლავი და მასზე გამოსახული რელიეფები მეცნიერ-მკვლევარის ნ. ქედეიშვილის მიერ დათარიღებულია მე-8-9 საუკუნეებით.სანათლავი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია არა მარტო ერწო-თიანეთში, არამედ იმდროინდელ საქართველოში და ადასტურებს, რომ ჟალეთში მე-5 საუკუნიდან მოქმედებდა გორგასლის მიერ დაარსებული საეპისკოპოსო და თიანეთიც ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ და ადინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

სანათლავი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles