Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

თვითნასწავლი მხატვარი –რჩევები დამწყებ მხატვრებს

$
0
0

samsjavro დიანა (ნანა) ცქიტიშვილი თვითნასწავლი მხატვარია. ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. როგორც თავად ამბობს, სილამაზეს გამძაფრებულად აღვიქვამდა და ბედნიერია, რომ ამ შეგრძნების ტილოზე გადმოცემა შეძლო. “ამბიონი” ქალბატონ დიანას შემოქმედების შესახებ ესაუბრა.

დიანა (ნანა) ცქიტიშვილი: “ხატვის შესწავლა სახლშივე მომიწია. მშობლები მხატვრები მყავდნენ და რადგან ხატვა მაინტერესებდა, ორივე მამეცადინებდა. ადრეული ასაკიდან დავამთავრე ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა. ჩავაბარე თოიძის სახელობის სასწავლებელში, მაგრამ რის სწავლებასაც იქ მიპირებდენ, უკვე ვიცოდი. დროის დასაკარად აღარ მიღირდა, უკვე ვმუშაობდი სამხატვრო კომბინატში. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფერმწერი მუშაობდა და მათგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

დროდადრო მსოფლიო შედევრების ასლებსაც ვხატავდი, რათა სხვადასხვა ქვეყნის სკოლები შემესწავლა. მე რეალისტი მხატვარი ვარ. ვხატავ ტილოზე ზეთებში, პასტელით მუყაოზე, ფანქრით და კალმით ფურცელზე.

samsjavro

სამუშაო პროცესი სხვადასხვაგვარია. ზაფხულში გარეთ ვხატავ ნატურიდან პორტრეტებს, პეიზაჟებს. ვაკეთებ ჩანახატებსაც. ზამთარში სახლში ვხატავ, თან ვუსმენ საეკლესიო ქადაგებებს ან მუსიკას, ვცდილობ დღის შუქი მაქსიმალურად გამოვიყენო.

ყოველთვის ცოცხლად ვხატავდი ადამიანების ბუნებრივ რეალობებს. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი სიტუაციაა”.

ქალბატონი დიანა მიიჩნევს, რომ დამწყებმა მხატვრებმა ბევრი უნდა ხატონ ნატურიდან, ეს აუცილებელია. უნდა დააკვირდენ სხვა ნამუშევრებსაც, ყოველ ადამიანს ხომ თავისი განსაკუთრებული თვალთახედვა გააჩნია და სწორედ ესაა საინტერესო, ნამუშევარი უნდა იყოს აზრობრივად გამართული და იკითხებოდეს ის, რისი თქმაც უნდოდა ავტორს.

თეონა ნოზაძე

samsjavro


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles