Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ნარიყალას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია დაიწყო

$
0
0

ნარიყალას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს, კრწანისის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი, რომელიც შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპი ციხის აღმოსავლეთი კედლის კლდოვანი ფუძე-საძირკვლების გამაგრებას და ბურჯების გამოქარული ფრაგმენტების აღდგენას მოიცავს. კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც.

ნარიყალას რეკონსტრუქცია

ისტორიულ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.
ლოკალური რეაბილიტაცია ქალაქის მთავარ ციხე-სიმაგრეს ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.

წყარო: კრწანისის რაიონის გამგეობა – Facebook გვერდი

ნარიყალას რეკონსტრუქცია

ნარიყალას რეკონსტრუქცია


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles